
თამარ გულბანი MD. PhD.
თამარ გულბანი - პერსონალური ვებგვერდი
თამარ გულბანი – რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი
თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის დასრულებისთანავე ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში, ექიმი-ინტერნად გააგრძელა სამედიცინო საქმიანობა, მოგვიანებით კი ენდოკრინოლოგია – გინეკოლოგიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსკოვის სეჩენოვის სახ. ინსტიტუტს ეწვია, 2001 წლიდან ფლობს რეპროდუქტოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატს. მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა დისერტაციისთვის „ინსულინრეზისტენტული მეტაბოლური სინდრომი საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზით (კლინიკო-ჰორმონული თავისებურებები)“.
სამედიცინო საქმიანობა ქალბატონმა თამარმა ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში დაიწყო, იქვე ეწეოდა პედაგოგიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ასევე მუშაობდა კლინიკა ინვიტროს ექიმი რეპროდუქტოლოგად და მეან-გინეკოლოგად.
გახლავთ მსოფლიოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის წევრი და 11 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. 12 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე.
პროფესიული ინტერესები
განათლება
- 1988-1994 – ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, კვალიფიკაცია – ექიმი.
თამარ გულბანი - პერსონალური ინფორმაცია
დიპლომისშემდგომი განათლება
პროფესიული გამოცდილება
საზოგადოების წევრობა
დამატებითი ინფორმაცია
- 1994-1995 – ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, ექიმი-ინტერნი.
- 1996 – ქ. მოსკოვის სეჩენოვის სახ. ინსტიტუტი, კვალიფიკაცია ენდოკრინოლოგია – გინეკოლოგიაში.
- 1998 – დიპლომისშედგომი განათლების სახელმწიფო აკადემია, კვალიფიკაცია, სპეციალობა რეპროდუქტოლოგია.
- 2001 – სახელმწიფო სერტიფიცირება, სპეციალობა რეპროდუქტოლოგია.
- 2004 – საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ინსულინრეზისტენტული მეტაბოლური სინდრომი საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზით (კლინიკო-ჰორმონული თავისებურებები) მედიცინის დოქტორი.
- 2011 – სახელმწიფო სერტიფიცირება, სპეციალობა – მეან – გინეკოლოგია.
- 2016 წლიდან – დღემდე ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
- 2015-2016 – კლინიკა ინვიტროს ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
- 2000 – გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის პროექტი: რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის – ტრენერი;
- 2004 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი ექიმთა კვალიფიკაციის კურსები რეპროდუქტოლოგიაში – ლექტორი;
- 1995 – 2015 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი.
- მსოფლიოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის წევრი
კონგრესები, კონფერენციები:
- 12 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე
პუბლიკაციები:
- 11 სამეცნიერო ნაშრომი და 1 მონოგრაფიის ავტორი.
ენების ცოდნა:
- ქართული – მშობლიური
- რუსული – სრულყოფილად
- ინგლისური – სრულყოფილად